• +995 571 19 95 11
  • Sachkhere, Gomerteli #17

All posts by: "hotel-admin"

საზაფხულო სკოლა სასტუმრო “Sachkhere Gardens”-ში

სასტუმრო “Sachkhere Gardens” უმასპინძლებს საბავშვო საზაფხულო ბანაკებს! სასტუმრო მდებარეობს ქ. საჩხერეში, ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოში, რომლის განაშენიანების ფართობი შეადგენს 20 000 კვ.მ-ს, სასტუმროს ინფრასტურქტურა მოწყობილია უსაფრთხოების წესების დაცვით, უზრუნველყოფილია დაცვის სამსახურით, არჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სასიგნალო სისტემებით და ცეცხლსაქრობი მოწყობილობებით. ჩვენს კეთილგანწყობილ პერსონალთან ერთად გაგვაჩნია ახლგაზრდებთან და მოზარდებთან ურთიერთობის 15 წლიანი გამოცდილება, მრავლადაა მუნიციპალიტეტში

Read More

ელისაბედ წულუკიძე-წერეთლის სასახლე საჩხერეში

იმერეთში წერეთელი წარჩინებული თავადური გვარია. ისტორიაში ეს გვარი მეცამეტე საუკუნიდანაა ცნობილი. მისი წარმომადგენლები ძირითადად მდინარე ყვირილას მარცხენა მხარის მფლობელები იყვნენ და იმერეთის სამეფოში გავლენიან თანამდებობებს იკავებდნენ. მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთმა საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინა და ადგილობრივი, წმინდა ფეოდალური მმართველობა სამხედრო ფეოდალურმა ჩაანაცვლა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქართველმა არისტოკრატმა ქალბატონებმა მაინც მოახერხეს ძველებური სახელისა და

Read More

კატალონიური ვარდებიდან წიგნებამდე

დღესასწაულს საფუძველი  1923 წლის 23 აპრილს  კატალონიაში ჩაეყარა. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მყიდველი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ

Read More

იმერული ღვინის ტრადიცია

შარვაძეების მარნები – უძველესი ღვინის გზა საჩხერეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული შარვაძეების მარნები XVII საუკუნით თარიღდება. 13 მარანი ერთიან, ვრცელ ადგილზეა თავმოყრილი, ზოგიერთ მარანში ორი და სამი საწნახელიც დგას. მარნებში უხვადაა ღვინის დაყენებისთვის საჭირო და ზოგადად, სამეურნეო ნივთები – კალოს სალეწები, კოდები, თიხის ჭურჭელი, თითქმის ყველა მარანს ამშვენებს ბუხარი. შარვაძეების ერთ-ერთ ოჯახში კონკრეტულად მარნებისთვის ნაჩუქარი

Read More

დევის ტბა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის მიდამოებში, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადის – მოხვურას აუზში მნიშვნელოვანი კარსტული ტბა არის ,,დევის ტბა“, რომელიც სოფელ მოხვიდან ჩრდილოეთით 4 კმ-ით არის დაშორებული. ტბა ზღვის დონიდან 1370 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი გარშემოწერილობა დაახლოებით 550 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 80 მეტრია, უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ2, უდიდესი სიღრმე 10,7 მ,

Read More

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო. კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა

Read More

სასიამოვნო სიახლე სოლოს კლიენტებისთვის Sachkhere Gardens-ისაგან

სასიამოვნო სიახლე! SOLO მფლობელებს საჩხერე გარდენსი 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ნებისმიერ ნომერზე! საჩხერე გარდენსი 4*-იანი ფეშენებელური სასტუმროა, რომელიც მდებარეობს იმერეთის ულამაზეს ქალაქ საჩხერეში. სასტუმრო აღჭურვილია ყველანაირი კომფორტით, დამსვენებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ფიტნეს ცენტრით, 100 სტუმარზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზით და საბილიარდოთი. სასტუმროში განლაგებულია კომფორტული,მყუდრო ბარი და რესტორანი, სადაც უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ. დამატებითი ინფორმაციისათვის

Read More