• +995 571 19 95 11
  • Sachkhere, Gomerteli #17

Blog

იმერული ღვინის ტრადიცია

შარვაძეების მარნები – უძველესი ღვინის გზა საჩხერეზე

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული შარვაძეების მარნები XVII საუკუნით თარიღდება. 13 მარანი ერთიან, ვრცელ ადგილზეა თავმოყრილი, ზოგიერთ მარანში ორი და სამი საწნახელიც დგას. მარნებში უხვადაა ღვინის დაყენებისთვის საჭირო და ზოგადად, სამეურნეო ნივთები – კალოს სალეწები, კოდები, თიხის ჭურჭელი, თითქმის ყველა მარანს ამშვენებს ბუხარი. შარვაძეების ერთ-ერთ ოჯახში კონკრეტულად მარნებისთვის ნაჩუქარი ვერცხლის თასი ინახება, რომელიც გადმოცემის მიხედვით ერეკლე მეფის საკუთრება ყოფილა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამომავლოდ განახლებული და ამავდროულად სიძველეშენარჩუნებული შარვაძეების მარნები საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც უცხოელი და ქართველი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილი იქნება.

უჩა მაჭარაშვილის მარანი

უჩა მაჭარაშვილის მარანი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახათაურში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ღვინო, ციცქა – ცოლიკაური, ძელშავი. აგრეთვე შესაძლებელია თონეში პურისა და ხაჭაპურის გამოცხობა, მწვადის შეწვა და ჩურჩხელის ამოვლება.

ღვინის მარანი – „მარადიული“

მარანი მდებარეობს ზემო იმერეთში, კერძოდ კი საჩხერეში სოფელ მერჯევში. ზემო იმერეთის ტერიტორიაზე არ არსებობს ღვინის არცერთი ტურისტული კერა, სწორედ ეს გახლდათ ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ უკვე არსებული მარნისთვის დამატებითი ელფერი შეეძინათ. მარნის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ისინი აწარმოებენ უიშვიათესი ვაზის ჯიშის – ძელშავის ღვინოს, რომელმაც საკმაოდ მალე გაითქვა სახელი ქათულ ბიო-ნატურალური მეღვინოების ბაზარზე. აქედან გამომდინარე გაჩნდა საშუალება და საჭიროება იმისა, რომ შექმნილიყო სადეგუსტაციო ობიექტი. ღვინის მარანი „მარადიული“ სტუმრებს სთავაზობს ნატურალური ღვინოების, სახვადასხვა სახის ხილისა და ჭაჭის არყის დეგუსტაციას. ასევე, შესაძლებელია თონეში პურის გამოცხობა და ბუხარში მწვადის შეწვა.

ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრზე. ნიადაგი პერიოდულად მდიდრდება ბიოჰუმუსით. მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ვენახი იწამლება მხოლოდ ბიოპრეპარატებით.

Leave a Comment