• +995 571 19 95 11
  • Sachkhere, Gomerteli #17

Blog

დევის ტბა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის მიდამოებში, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადის – მოხვურას აუზში მნიშვნელოვანი კარსტული ტბა არის ,,დევის ტბა“, რომელიც სოფელ მოხვიდან ჩრდილოეთით 4 კმ-ით არის დაშორებული. ტბა ზღვის დონიდან 1370 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მისი გარშემოწერილობა დაახლოებით 550 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 80 მეტრია, უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ2, უდიდესი სიღრმე 10,7 მ, მოცულობა 72 ათ. მ3. ტბიდან წყალი გაედინება და იკარგება მიწისქვეშ. ტბის წყალი სუფთაა, გამჭვირვალე.

აქვს მოლურჯო-მოკამკამე ფერი, ტბის სიღრმე (დაახლოებით 10 მ) და მისი ქვაბულის ძაბრისებური ფორმა გვაფიქრებინებს, რომ ,,დევის ტბის“ ქვაბულის სახით საქმე უნდა გვქონდეს ძველ მშთანთქავ სასულესთან, რომელიც, როგორც ჩანს, დახშულია. საყურადღებოა რელიეფის კარსტული ფორმების (ძაბრების) კარგი განვითარება. ძაბრები ჯგუფ-ჯგუფად და მჭიდროდ არიან განლაგებულები.

“საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით მოხდა საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის ,,სოფელი მოხვა-დევის ტბის“ მარკირება. საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელ მოხვის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, ამ მონაკვეთამდე შესაძლებელია ავტომობილით მგზავრობა, ქალაქ საჩხერიდან სოფელ მოხვამდე მანძილი 17 კმ-ია.

საფეხმავლო ბილიკის დასაწყისში კირწვულ ლოდებზე მითითებულია მანიშნებელი ,,დევის ტბის“ მიმართულება. საფეხმავლო ბილიკის დასაწყისში ბილიკი გადადის მდინარე მოხვურაზე, შემდეგ, ფერდობის გავლის შემდეგ დაახლოებით 1,5 კმ-ში ბილიკი მიემართება ტყის კორომში, სოფლიდან 3,5 კმ-ის გავლის შემდეგ მდინარე მოხვურას ზემო წელში საფეხმავლო ბილიკი ორჯერ კვეთს მდინარეს.

ამ მონაკვეთზე ბილიკი დაჭაობებულ მონაკვეთს გაივლის და ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილების შემდეგ ,,დევის ტბის“ ქვაბულში შედის,“ – ამბობს გეოგრაფიის აპრილიდან აგვისტომდე ტბის ქვაბული წყლით არის შევსებული, ხოლო სექტემბრიდან ტბის წყლის დონე იკლებს დაახლოებით 1,5-2 მტრით და ტბის ქვაბულში შესვლა ადვილი ხდება.

ხოლო აგვისტომდე ტბის ქვაბულში შესასვლელი საფეხმავლო გზა, რომელიც მონიშნულია, მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და ტბის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში კარსტულ წყაროზე მთავრდება, სადაც შესაძლებელია ტბის კარგად დაფიქსირება.

Leave a Comment